აქტუალური
ჩემი პრეზიდენტობა არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. მე რომ პრეზიდენტი ვარ, ქართველი ხალხის დამსახურებაა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს - მოსამართლეების საკითხზე რას ურჩევს იმ გუნდს, რომლის დამსახურებაც არის მისი პრეზიდენტობა.

არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის ჩემი პრეზიდენტობა. მე რომ პრეზიდენტი ვარ, ეს ქართველი ხალხის დამსახურება და მათი ნდობის შედეგია. მე უნდა ვიყო ამ ნდობის ღირსი. ვიქნები ღირსი, თუ მე ჩემს კომპეტენციას შევასრულებ ბოლომდე და არ გადავალ იმ ზღვარს, რომელიც არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.