სამართალი
საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია.
„მე რომ ვიყო ოპონენტი, ასეთ სისულელეს არ ვიტყოდი, რომ არსებობს შესაძლებლობა, ამხელა საფინანსო ინსტიტუტს, ამდენი მოწილით, რომელსაც საექსპერტო საზოგადოება და ჟურნალისტები აკვირდებიან, შეიძლება, პოლიტიკური მოტივით შარი მოსდო. ეს შეუძლებელია, ვინმეს ამის სურვილიც რომ ჰქონდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „თიბისი ბანკის“ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები. პროკურატურა ამ საქმეს იძიებს.