აქტუალური
„საქართველოს ბანკს“ არჩილ გაჩეჩილაძე უხელმძღვანელებს

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. „საქართველოს ბანკს“ არჩილ გაჩეჩილაძე უხელმძღვანელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ბანკის ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გაჩეჩილაძე ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კახა კიკნაველიძეს შეცვლის და მოვალეობის შესრულებას 2019 წლის 28 იანვარს შეუდგება.