აქტუალური
ლონდონის ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი ისევ შემცირდა

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების ფასი ისევ მცირდება. დილით ვაჭრობის დაწყებისას ერთი ფასიანი ქაღალდის ფასი 14 გირვანქა სტერლინგზე ქვემოთ დაფიქსირდა და 13,86 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

9 იანვარს „თიბისი ბანკის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 5,38 პროცენტით გაიაფდა. თუ ვაჭრობის დაწყებისას ერთი ფასიანი ქაღალდი 15 გირვანქა სტერლინგი ღირდა, დღის ბოლოს ეს მაჩვენებელი 14,08 გირვანქა სტერლინგამდე შემცირდა. დღის ბოლოსკენ გაიზარდა ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა.