უცხოეთი
რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი ვენესუელაში ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი ხვალ ვენესუელაში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის ცერემონიაში.

„ვენესუელას პრეზიდენტის მიწვევით აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა 10-11 იანვარს ვიზიტით გაემგზავრება ვენესუელაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ვენესუელას პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ოფიციალურ საიტზე.

„ვიზიტის ფარგლებში“ რაულ ხაჯიმბა ნიკოლას მადუროსთან შეხვედრას გამართავს.

interpressnews.ge