საზოგადოება
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მწვავე რესპირატორული ინფექციის მქონე 100-მდე პაციენტი მკურნალობს, ხოლო ქუთაისში, კლინიკა „მედიქალ სითიში” - 83 ადამიანი

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალვინა ჯავახაძე აცხადებს, რომ ამჟამად აღნიშნულ კლინიკაში 100-მდე პაციენტი მკურნალობს და ყველა შემთხვევა რესპირატორული ინფექციის გართულებას ეხება.

მისივე თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

სეზონური ეპიდემიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, როგორც წესი, გრიპის ვირუსი ცირკულირებდა. განსხვავება იმაშია, რომ მანამდე იყობეტიპის .. სეზონური გრიპის ვირუსი, ხოლო ბოლო პერიოდში მსოფლიოში და საქართველოშიცგრიპის ვირუსი ცირკულირებს. ეს ვირუსი შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს, მწვავე დასაწყისი აქვს, უპირატესად აზიანებს ქვემო სასუნთქ გზებს. ამიტომ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ დაბალი იმუნიტეტი, წლამდე ასაკის ბავშვებს, ასაკოვნებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს მაღალი რისკი აღენიშნებათ. ჩვენი რჩევა იქნება, დროულად მიმართონ ოჯახის ექიმებს. პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამ ეტაპზე ჩვენთან პაციენტები მკურნალობენ პნევმონიის, ბრონქიტის, კარდიტის ან სხვა რაიმე გართულებების გამო“, -აცხადებს მალვინა ჯავახაძე.

ექიმის თქმით, რეკომენდაციებიდან ძალიან მნიშვნელოვანია აცრა.

აცრების პერიოდი იყო სექტემბერ- ოქტომბერში, თუმცა ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აცრა ყოველთვის ეფექტურია. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ აცრიდან პირველი ორი კვირა არის დაუცველი, შემდგომ უკვე სრული დაცვა ექნება, -განაცხადა მალვინა ჯავახაძემ.

ქუთაისში, კლინიკა „მედიქალ სითიში” ვირუსული ინფექციის დიაგნოზით 83 ადამიანი მკურნალობს, - ამის შესახებ პირველ არხს საავადმყოფოს ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა.

ნუგზარ მაღლაკელიძის თქმით, დადასტურებული H1N1 შემთხვევა არ ფიქსირდება და ძირითადი დიაგნოზი A ტიპის ვირუსული ინფექციაა.

ექიმის ინფორმაციით, მიმართვიანობა ბოლო დღეებში არ გაზრდილა, თუმცა, არასეზონურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელმა ორჯერ მოიმატა.