უცხოეთი
ამერიკული სადესანტო გემი შავ ზღვაში შევიდა

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. აშშ–ის მე–6 სამხედრო საზღვაო ფლოტის სადესანტო ხომალდი „ფორტ–მაკგენრი“ USS FortMcHenry (LSD 43) შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა. ხომალდმა დარდანელისა და ბოსფორის სტურეები კვირას, 6 იანვარს გაიარა.

გემი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთობლივ ოპერაციებს ჩაატარებს ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ნათქვამია ევროპაში და აფრიკაში აშშ–ის საზღვაო ძელების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ხომალდის დანიშნულებაა საზღვაო ქვეითებისა და სამხედრო ტექნიკის დესანტირება. ის არტილერიითა და სარაკეტო შეიარაღებითაა აღჭურვილი. ბორტზე 500 საზღვაო ქვეითია განლაგებული. ხომალდის კამერაში ხუთი სატრანსპორტო კატერია განთავსებული.

მე–6 ფლოტის სარდლის ვიცე–ადმირალის ლიზა მ. ფრანჩეტის თქმით, „შავ ზღვაში ჩვენი რუტინული ოპერაციები აშშ–ის მე–6 ფლოტის მოქნილობისა და შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენს“.

აშშ–ისა და რუსეთის გემები შავ ზღვაში

აშშ–ის მე–6 სამხედრო ფლოტის ხომალდები შავ ზღვაში რეგულარულად შედიან. 2018 წლის განმავლობაში მათ 5 რეიდი ჩაატარეს. ამერიკელებმა შავ ზღვაში რეიდები 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ გაახშირეს.

თავის მხრივ, რუსეთი შავი ზღვის რეგიონში სულ უფრო ზრდის საკუთარ სამხედრო პოტენციალს, რისთვისაც ყირიმის ნახევარკუნძულს ძირითად პლაცდარმად იყენებს. დღეისათვის მყოლოდ ყირიმში 28 000 რუსი სამხედროა დისლოცირებული. შავი ზღვის სამხედრო ფლოტს კი წყალქვეშა გემებით და შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ფრეგატებით ავსებს.

pia.ge