რელიგია
დაწყევლილი პოროშენკო: ტომოსი უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ სტამბოლში დააბრუნეს!

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ტომოსი უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ თავიდანვე დაწყევლილი აღმოჩნდა.

5 იანვარს, წმინდა გიორგის ტაძარში ფანარზე (სტამბოლი) ბართოლომეოსის მიერ ტომოსზე ხელის მოწერის წინ პოროშენკოს გვერდით მდგომ მღვდელს გული წაუვიდა. ეს უკვე მე-7 შემთხვევაა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის გვერდით ადამიანები გონებას კარგავენ - ადრე ეს 5 სამხედროს დაემართა, მათ შორის - სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თავმჯდომარეს ვიქტორ ნაზარენკოს, და უმაღლესი რადას რწმუნებულს ადამიანის უფლებების საკითხში ლუდმილა დენისოვას.

6 იანვარს, ტომოსის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე კიევში, სოფია კიეველის სატრაპეზო ტაძარში ტომოსის საზეიმოდ შეტანისას უკვე თავად პოროშენკომ წაიბორძიკა და ტომოსი მარჯვენა ხელიდან გაუვარდა, თუმცა მარცხენათი მისი დაჭერა მოასწრო. მაგრამ მთავარი სკანდალი ჯერ კიდევ წინ იყო!

7 იანვარს ტომოსი... გაქრა! უკრაინის კულტურის სამინისტროს რელიგიებისა და ეროვნებების საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეი იურაშმა განაცხადა, რომ ტომოსი სტამბოლში დააბრუნეს... ხელმოწერების შესაგროვებლად, „რადგან მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის ყველა წევრს არ მოუწერია ხელი და ამჟამად მასზე მხოლოდ მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის ხელმოწერაა“!

ანუ ტომოსი უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა ფარატინა ქაღალდი, რომელიც პარაშენკოს ფოჩიანი კამფეტივით დააჭერინეს ხელში ერთი დღით!