აქტუალური
მმართველ გუნდში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომა გაიმართება

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. სირთულეებს სჭირდება საუბარი, იმისთვის, რომ მოგვარდეს ისინი და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას მასსა და ეკა ბესელიას შორის არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, ამაზე, ალბათ, უმრავლესობის ფორმატშიც გაიმართება მსჯელობა.

"სირთულეებს სჭირდება საუბარი, იმისთვის, რომ მოგვარდეს ისინი და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ყველა ფორმატში გვექნება მსჯელობა, მათ შორის უმრავლესობის ფორმატიც იქნება, ალბათ, გამოყენებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.