აქტუალური
პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდა

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 7 იანვარს 10-დან 22 საათამდე მუშაობდა, დღეიდან კი 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდა.

ეს დაწესებულებებია: შპსმედკაპიტალი-გლდანი“, მისამართივეკუას . N 18; შპსმედკაპიტალი-საბურთალო“, მისამართიგამრეკელის . N19; შპსსაოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“, მისამართიწინამძღვრიშვილის . N 57; შპსმედსი“ (“ვერე-21”), მისამართიქიაჩელის . N 18; შპსმედკაპიტალი-სამგორი“, მისამართიმოსკოვის გამზირი მე-4 კვ., მე-3 კორპ.

შესაბამისად, დღეიდან პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე, კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ბენეფიციარებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყონ.