რედაქტორისგან
ტომოსი კრიმინალური ავტორიტეტებისთვის - საქინფორმის მთავარი რედაქტორი პატრიარქის თანამოსაყდრე შიოს ორაზროვანი განცხადების კომენტარს აკეთებს

     „უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო საკუთარ პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს“, – განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ. სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ იქნება განცხადება. ჯერ ვერ მოგახსენებთ, როდის იქნება ამ საკითხის განხილვა“, - დასძინა მეუფემ.

პატრიარქის თანამოსაყდრის განცხადება ორაზროვანი და არაკორექტულია რიგი მიზეზების გამო:

•  მეუფე შიომ, რომელმაც აკადემიური სასულიერო განათლება და სამეცნიერო ხარისხი რუსეთში მიიღო, კარგად უნდა იცოდეს, რომ უკრაინაში ერთი ეკლესიაა - ეს გახლავთ საყოველთაოდ აღიარებული მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ავტოკეფალია არავისთვის უთხოვია და, შესაბამისად, ტომოსი არავისგან მიუღია. ამიტომ პატრიარქის თანამოსაყდრეს არ ეგების, „უკრაინის ეკლესიად“ მოიხსენიოს რასკოლნიკური არაკანონიკური სტრუქტურა, რომელსაც სტამბოლელმა პატრიარქმა ბართოლომეოსმა სამი დღის წინ „უკრაინის წმინდა ეკლესია“ დაარქვა.

•  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გასული წლის 27 დეკემბრის სხდომის განჩინებაში, კერძოდ, აღნიშნულია: „მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი, რაც იწვევს მწუხარებას ჩვენში... მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა გაგრძელდეს წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე“.

როგორც ხედავთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის პოზიცია მდგომარეობს მწუხარებაში ბართოლომეოს სტამბოლელის პროვოკაციულ, უკრაინაში დაპირისპირების გამღვივებელ მოქმედებასთან დაკავშირებით.

შემთხვევითი არ არის, აგრეთვე, რომ „მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი დაძაბული ვითარება“ „უკრაინაში მიმდინარე პროცესებისგან“ განცალკევებით იხსენიება, ამიტომ არაკანონიკური სტრუქტურისთვის მინიჭებული ბათილი ტომოსის ტექსტის გაცნობამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზე არანაირი გავლენა არ უნდა მოახდინოს. გავლენის მოხდენა მხოლოდ დასავლეთელი „პარტნიორების“ მხრიდან ზეწოლას შეუძლია, მაგრამ ამის შესახებ მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ღიად, ქადაგებაში უნდა განუცხადოს, თუ, რა თქმა უნდა, ისიც უკვე პოლიტ-მიტროპოლიტად არ გადაიქცა...

•  დაბოლოს: საყოველთაოდ ცნობილია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საინფორმაციო ბლოკადაში იმყოფება - მისთვის მიწოდებული ინფორმაცია მკაცრად იფილტრება, არასასურველ სტუმრებს ბლოკავენ, რათა მან სიმართლე არ გაიგოს და ლიბერალებისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება არ მიიღოს. მაგალითად, ის შეცდომაში შეიყვანეს მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, რითაც ამ კანონპროექტის დაბლოკვა აიძულეს. პატრიარქს ზუსტად ასევე არ აქვს ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ამიტომ მივმართავ პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს და წმინდა სინოდის იმ 7 წევრს, რომლებიც მომავალ სხდომაზე თამასის აწევას თომოსის აღიარებამდე შეეცდებიან:

ბატონო მღვდელმთავრებო! თქვენ, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ ძველ და ახლანდელ ლიდერების უვიც კატეგორიას არ მიეკუთვნებით, ვისაც ავტოკეფალია კეფალი ჰგონია, მაშინ რატომ უბიძგებთ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, აღიაროს არაკანონიკური სტრუქტურა, რომლის ახალდანიშნული მეთაური - სამოქალაქომიტროპოლიტიეპიფანე - სახალხოდ დაჰპირდასექსუალურ უმცირესობებთან მართლმადიდებლების დამოკიდებულების შეცვლას“, ანუ ჰომოსექსუალიზმის დაკანონებას და წმინდა წერილის გადაწერას?! შეიძლება, „ეკლესიაუწოდო დაჯგუფებას, რომლის იერარქების უმრავლესობა ცნობილი კრიმინალი, პედოფილი და ლგბტ- წარმომადგენელია?!

აჩვენეთ ილია მეორეს ეს ფოტო, სანამ მე თვითონ მიჩვენებია: იცით, ვინ დგას უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის ანდრეი პარუბის გვერდით და ბართოლომეოს სტამბოლელის მიერ გამოწერილი ტომოსი მასთან ერთად უჭირავს?! ეს ნარიკ დნეპროპეტროვსკელია, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი და პრეზიდენტ პეტრო პარაშენკოს მეგობარი ალექსანდრე თამაზის ძე ნარეკლიშვილი წარმოშობით ქალაქ რუსთავიდან, გასტროლიორი, ბანქოს მოთამაშე, გამომძალველი, თაღლითი, იარაღით მოვაჭრე და, უკრაინის გენპროკურორ იური ლუცენკოს და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილი გრიცაკის არაერთი საჯარო განცხადებით, უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი - დნეპროპეტროვსკის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი!

ხოლო წმინდა ცეცხლი იერუსალიმიდან ამ ქურდული „ეკლესიისთვის“ პირადი თვითმფრინავით არანაკლებ ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს ემილ არუთინიანს ჩამოაქვს (იხ. მეორე ფოტო)!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 8 იანვარი
საქართველო, თბილისი