აქტუალური
სამგზავრო მატარებელს საქართველოდან აზერბაიჯანში დეზინფექცია უტარდება

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. საქართველოდან აზერბაიჯანში მიმავალი სამგზავრო მატარებელი ღორის გრიპის საფრთხის გამო დეზინფექციას გაივლის, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ „აზერბაიჯანის რკინიგზაზე“ დაყრდნობით.

სპეციალურად ამისათვის სამუშაოებში ჩართავენ საექიმო-სანიტარიული სამსახურის თანამშრომლებს. დეზინფექცია მატარებლის მხოლოდ ბოლო გაჩერებაზე - ბაქოში ჩატარდება.

ყოველდღიურად აზერბაიჯანის საზღვარს საქართველოდან მიმავალი რეგულარული სარკინიგზო შემადგენლობა ბაქო-თბილისი-ბაქო კვეთს.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა ვირუს H1N1-სგან 8 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. ამჟამად საქართველოში 100 ათას ადამიანზე გრიპით დაავადებული 277 ადამიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპის ეპიდემია ქვეყანაში არ არის, რადგან ეპიდემიად 100 ათას ადამიანზე 400-500 დაავადებული ადამიანი მიიჩნევა.

აღსანიშნავია, რომ ტურისტების რაოდენობით საქართველოში აზერბაიჯანი ლიდერობს.