სამართალი
თბილისში საპენსიო სააგენტოს ოფისი, ასევე ცხელი ხაზი ამოქმედდა

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. საპენსიო სააგენტოს ოფისი თბილისში, ყიფშიძის 7 -ში ამოქმედდა. ასევე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი ნომერზე – 2197676.

ოფისში და ცხელი ხაზის მეშვეობით მოქალაქეებს დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

დამსაქმებლებს კი შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა საპენსიო შენატანების ადმინისტრირების სისტემაში – ვებგვერდზე pensions.ge. კანონით დადგენილი საპენსიო შენატანების განხორციელებისთვის ეს აუცილებელია.

საპენსიო სააგენტოს უფროსის ლევან სურგულაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საიტზე 130-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.