აქტუალური
1 იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზარდა

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. 2019 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო პენსია 20 ლარით იზრდება – ყველა პენსიონერი ყოველთვიურად 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებს.

პენსია 20 ლარით იზრდება შშმ პირებისთვისაც. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, მკვეთრად გამოხატული 1 ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ, მე-2 ჯგუფის შშმ პირები კი - 100 ლარის ნაცვლად 120 ლარს. შშმ ბავშვები პენსიის სახით 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ.