აქტუალური
გედევან ფოფხაძის თქმით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ის პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. გედევან ფოფხაძე ფრაქცია ქართულმა ოცნებამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია, – ამის შესახებ ფრაქციის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება.

ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში, ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, ამის გაპროტესტებას არ ვაპირებ. საკითხი არის არა იმის თაობაზე, ვინ სად იქნება, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ ყველა საკითხზე, მათ შორის კონკრეტულ საკითხზე”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ფრაქციის სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარეობდა. მას პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.