უცხოეთი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ სირიიდან გამოვა, თუმცა სირიელ ქურთებს მომავალშიც დაიცავს

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. აშშ სირიიდან გამოვა, თუმცა სირიელ ქურთებს მომავალშიც დაიცავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ჯარისკაცები სირიის ტერიტორიას ნელ-ნელა დატოვებენ, თუმცა ეს ყოველგვარი ვადების გარეშე მოხდება.

სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების გამო, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპის განცხადებით, მეტისი გამოქვეყნებული წერილის გამო გადააყენა.

აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნები გეგმავენ, რომ სირიიდან გასვლის შემდეგ სირიელ ქურთებს ამერიკული სამხედრო შეიარაღება დარჩეთ, რომელსაც რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ გამოიყენებენ. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მანბიჯიდან ქურთული „ეროვნული თავდაცვის ძალების“ 400-ზე მეტი მებრძოლი გავიდა.

1tv.ge