აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტის დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში მრჩევლის ნათია სულავას ბიოგრაფია

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. ნათია სულავა დაიბადა 1976  წლის 5 ნოემბერს.

დაამთავრა ქ. პარმის (იტალია) სასწავლო უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ფაკულტეტი. ფლობს სამართლის მაგისტრის ხარისხს.  

2017 წლის მარტიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. 

2001 წლიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში. 

აქვს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება. 

2013-2016 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის და მიგრაციის სამსახურის უფროსი და ამავე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორი. აღნიშნულ პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მოქალაქეობის და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის სამუშაოებში. ასევე აქტიურად იყო ჩართული ვიზალიბერალიზაციის პროცესის შემფასებელი მისიის უწყებათაშორისი ჯგუფის მუშაობაში. 

2017-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე და, ასევე, მინისტრის აპარატში მრჩევლად. აქტიურად იყო ჩართული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში და ამ მიზნით კანონმდებლობის ჰარმონიზაციისათვის შექმნილი ჯგუფის მუშაობაში. 

ფლობს იტალიურ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ ენებს. 

ჰყავს ორი შვილი.