რელიგია
„მოთმინება და სიყვარული“ – ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ქვეყნის მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და სიმშვიდე, მოთმინება და სიყვარული უსურვა.

ღმერთმა დაგლოცოთ. გილოცავთ ახალ წელს. წმინდა მეფე, დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „მაუწყე მე უფალო გზა“. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ამ გზას უნდა დაადგეს ყოველი ადამიანი“. ძალიან ხშირად, ადამიანი ეცემა, ცოდვას აკეთებს, მაგრამ ცოდვასთან ერთად დგას სინანული, აღსარება. აღსარება წმენდს, კურნავს ადამიანს... ყოველმა ადამიანმა დიდება შესწიროს უფალს, რომ მშვიდობა დაიმკვიდროს“, – თქვა ილია მეორემ.

უწმინდესმა ასევე ბრძანა, რომ ადამიანი ხანდახან ეცემა, მაგრამ უფალი აძლევს მას ძალას, რომ კვლავ წამოდგეს და განაგრძოს თავისი ცხოვრების გზა.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ახალ წელს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ცუდი წავიდეს ამ ძველ წელთან ერთად. სიახლე, სიმშვიდე, მოთმინება, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელს მსოფლიოში“, – ბრძანა კათოლიკოს–პატრიარქმა.