რელიგია
რუსეთის პატრიარქმა კონსტანტინოპოლის პატრიარქს მოუწოდა, უარი თქვას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პატრიარქმა კონსტანტინოპოლის პატრიარქს მოუწოდა, უარი თქვას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე. კირილის თქმით, ეს პროცესი საეკლესიო კანონების დარღვევით მიმდინარეობს.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წერილი, რომელიც მან მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს მისწერა, მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უარი თქვით პოლიტიკურ ავანტიურაში მონაწილეობაზე, განხეთქილების მოთავეთა ლეგალიზაციაზე და მაშინ უკრაინის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის მეთაური არის მიტროპოლიტი ონუფრე, თქვენ დაგლოცავთ“, – ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას აუცილებლად მიიღებს.