უცხოეთი
სირიაში წყალდიდობისას ლტოლვილთა ბანაკი დაიტბორა

 საქართველო, 31 დეკემბერი, საქინფორმი. სირიაში წყალდიდობის შედეგად ლტოლვილთა ბანაკი დაიტბორა. სტიქიას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციაში ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალმოვარდნის გამო ატმას ლტოლვილთა ბანაკი მთლიანად დაზიანდა. ადამიანის უფლებადამცველი ადგილობრივი ორგანიზაციის ცნობით, სტიქიამ რამდენიმე ათეული ბანაკი მთლიანად წყლის ქვეშ მოაქცია. თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu იუწყება, რომ სტიქიის გამო 25 ათასი ლტოლვილი თავშესაფრის გარეშე დარჩა. უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ლტოლვილებისთვის ჯერჯერობით დახმარებია. ისინი ამ დრომდე ღია ცის ქვეშ იმყოფებიან.

1tv.ge