სამართალი
სირიაში პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. სირიაში კიდევ ერთი პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა.

როგორც პირველ არხს ახმეტის მერის წარმომადგენელმა ოთარ მუთოშვილმა განუცხადა, 14 წლის ახალგაზრდა მშობლებთან ერთად დიდი ხანია სირიაში იყო წასული.

სოფელ ბირკიანში პაპა-ბებია ჰყავს, გადმოცემით ვიცი, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულა, -განაცხადა ახმეტის მერის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ოჯახი არასრულწლოვნის გარდაცვალების გამო თანასოფლელებისგან ქისტური წესით სამძიმარს იღებს.