უცხოეთი
ისრაელის ქნესეთმა თვითდათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 9 აპრილს ჩატარდება

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. ისრაელში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მომავალი წლის 9 აპრილს ჩატარდება.სახელისუფლებო კრიზისის ფონზე, ქვეყნის პარლამენტმა თვითდათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი. შესაბამის კანონმდებლობის მიღებას ქნესეთის დეპუტატების უმრავლესობა მიემხრო.

პარლამენტის ვადაზე ადრე დათხოვნის მიზეზი ნაწილობრივ სამთავრობო კოალიციის შიგნით არსებული უთანხმოება გახდა, რასაც თავდაცვის მინისტრის გადადგომა მოჰყვა. არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირებამდე, ქვეყნის სათავეში ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა დარჩება.

rustavi2.ge