უცხოეთი
მიწისძვრა სიცილიაზე - 30-მდე დაშავებული და 600-ზე მეტი უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. გვიან ღამემდე გაგრძელდა გაწმენდითი სამუშაოები სიცილიაზე, სადაც ვულკან ეტნას ამოფრქვევით გამოწვეულ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის. მიწისქვეშა ბიძგებმა ყველაზე მეტად ქალაქი კატანია დააზარალა, სადაც ათეული შენობა და მათ შორის მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურული ძეგლებია დანგრეული.

ბოლო მონაცემებით, 4 მთელი 8 მეათედი მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრის შედეგად დაშავდა 30-მდე ადამიანი, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მიტოვება 600-ზე მეტი ადგილობრივს მოუწია.

rustavi2.ge