რელიგია
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის დადგენილებას დაელოდება

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას - ამ შედეგით დასრულდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერა ერთ-ერთ საკითხად განიხილა.

ეხლა თავი შევიკავეთ. იანვარში იქნება მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნებული და მოვახდენთ რეაგირებას, - განაცხადა მიტროპოლიტმა ზოსიმემ სხდომის დასრულების შემდეგ.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტის გამოცემა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ, წინასწარი ინფორმაციით, მომავალი წლის 6 იანვარსაა დაგეგმილი.