სამართალი
სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე ოჯახს დასაბუთებული პასუხები გასცეს

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პროკურატურას მოუწოდებს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე არსებულ კითხვებს დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხები გასცეს.

ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენი აღნიშნული საქმით დაინტერესდა, თუმცა პროკურატურამ საგამოძიებო მასალებზე წვდომა შეუზღუდა.

მოვუწოდებ პროკურატურას, პირველ რიგში, გარდაცვლილის ოჯახს გასცეს დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხები გარდაცვალების გარემოებებზე, რაზეც ამ დრომდე ინფორმაცია არ გაგვაჩნია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.