რელიგია
უკრაინას ღირსეული ცხოვრების აღდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ყველა ხალხის უფლებებს პატივისცემით მოეკიდება! - რომის პაპი

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. რომის პაპმა უკრაინელ მართლმადიდებლებს მეგობრული კავშირების შენარჩუნება უსურვა. ეს განცხადება ფრანცისკემ ტრადიციული საშობაო მიმართვის დროს გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინას გადატანილი ტანჯვისგან გათავისუფლება და ღირსეული ცხოვრების პირობების აღდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ყველა მოქალაქისა და ყველა ხალხის უფლებებს პატივისცემით მოეკიდება.

მისივე თქმით, მორწმუნეებს შორის განსხვავება საფრთხეს არ წარმოადგენს და პირიქით, საერთო სიმდიდრეა.

პონტიფიკოსი ასე გამოეხმაურა უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის ჩამოყალიბების საკითხს და უკრაინელ მართლმადიდებლებსძმური ურთიერთობებისჩამოყალიბება” უსურვა.