აქტუალური
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე „თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იურისტი ალექსანდრე ბარამიძე პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრი გახდა, - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ჩვენთვის ერთნაირად მიუღებელი გახდა წინა ხელისუფლების ძალმომრეობა საკუთარ მოქალაქეებზე დათავისუფალმა დემოკრატებმა“, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, ხოლო სანდრო ბარამიძემ, როგორც კვალიფიციურმა სპეციალისტმა და პრინციპულმა პიროვნებამ, კოალიციაქართული ოცნებისრიგებში გაერთიანებულებმა, ჩვენი წვლილი შევიტანეთ სამართლის გზას აცდენილი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაში. მაგრამ, როდესაც ნათელი გახდა, რომქართული ოცნებისხელისუფლებამაც გადაუხვია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზას, „თავისუფალმა დემოკრატებმაშედარებით ადრე, ხოლო სანდრო ბარამიძემ ცოტა მოგვიანებით, უარი ვთქვით ხელისუფლებაში ყოფნაზე და არადემოკრატიული ხელისუფლების ოპონირებით გადავწყვიტეთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის სამსახურში დარჩენა.

თავისუფალი დემოკრატებიმივესალმებით ალექსანდრე ბარამიძის ჩვენს გუნდში შემოერთებას და გვჯერა, რომ მასთან ერთად კიდევ უფრო ეფექტიანად გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის, მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის, ჩვენი სახელმწიფოს დაცულობის, მისი მოქალაქეების სიმშვიდისა და კეთილდღეობისათვის“, - წერია განცხადებაში.