აქტუალური
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომებზე დასწრებას არ აპირებს

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის რიგგარეშე სხდომებზე დასწრებას არ აპირებს. შესაბამისი მიმართვა ბიუროს სხდომაზე შევიდა.

მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წაიკითხა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, პოლიტიკური შეხედულებების გამო, 22 დეკემბრიდან მოწვეულ რიგგარეშე სესიებს არ დაესწრება.

ახალი რეგლამენტით სხდომების გაცდენისთვის ფულადი ჯარიმებია გათვალისწინებული, პოლიტიკური შეხედულებების გამო სხდომის გაცდენის შემთხვევაში კი სანქცია არ ამოქმედდება.