სამართალი
სისხლიანი გარჩევა თელავში: დაჭრილია სამი ადამიანი

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. თელავში აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად სამი ახალგაზრდა დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ინციდენტი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის ოფისში მოხდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინციდენტს წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც სავარაუდო თავდამსხმელმა ავტომატიდან რამდენჯერმე გაისროლა.

დაშავებულებს ჭრილობები ქვედა კიდურებზე აქვთ მიყენებული, ერთ-ერთი დაშავებული თელავის დედათა მონასტრის წინამძღვრის მამა გენადის შვილია.

ის ყვება, რომ ვიღაც გამოვიდა და მათი მიმართულებით სროლა დაიწყო. ისინი რამდენიმე იყვნენ, რა თქმა უნდა, ერთი ისროდა, დაჭრილი კი სამია", - განაცხადა მამა გენადიმ.

ინციდენტის შემდეგ სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს - ორს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

სავარაუდოდ, სისხლიანი გარჩევა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.