რელიგია
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის პარაკლისი გადაიხადა

paraklisiმახათას მთაზე, იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის პარაკლისი გადაიხადა.

"ბედნიერია ის ერი, რომელიც აშენებს ტაძარს და ხილულ ტაძარში სულიერი ტაძარიც აშენდება. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც ითავა ტაძრის მშენებლობა", - ბრძანა უწმინდესმა. 

უწმინდესმა და უნეტარესმა პაატა ბურჭულაძეს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.