აქტუალური
საქართველოში მომავალ წელს ოთხი ჰესი ექსპლუატაციაში შევა

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში მომავალ წელს ოთხი ჰესი ქსპლუატაციაში შევა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, გენერაცია დაიწყება შემდეგ ელექტროსადგურებზე – მესტიაჭალა 1“, „მესტიაჭალა 2“, „ავანისჰესი და არაგვი 2 ჰესი“.

ახალი სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის მოცულობა მომავალ წელს, სავარაუდოდ, 228 მილიონ კილოვატ/საათს შეადგენს. აქედან 200 მილიონი კილოვატ/საათი „მესტიაჭალა 1“ და მესტიაჭალა 2“-ზე მოდის.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის ოქტომბრიდან ელექტროენერგიის გამომუშავება განახლდება შუახევიჰესზე“.