უცხოეთი
ვლადიმერ პუტინმა სამხედრო მეთაურობას ბირთვული პოტენციალის გაძლიერება დაავალა

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინმა სამხედრო მეთაურობას ბირთვული პოტენციალის გაძლიერება დაავალა.

განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, 2019 წელს არმიის მთავარი ამოცანა ბირთვული ტრიადის საბრძოლო პოტენციალის გაძლიერებაა და ქვეყანა დროულად უნდა გადავიდეს თანამედროვე შეიარაღებაზე, რომელიც ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემას გაუმკლავდება.

ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთში ბირთვული ტრიადა გლობალური პრიორიტეტის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და მსოფლიოში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთის არმიამ მიღწეული წარმატება უნდა შეინარჩუნოს.

rustavi2.ge