აქტუალური
შავ ზღვაში ბრიტანული სადაზვერვო გემი შევიდა

 საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. შავი ზღვის აკვატორიაში ბრიტანული სადაზვერვო გემი HMS Echo შევიდა. მრავალმიზნობრივი ჰიდროგრაფიული ხომალდი აღჭურვილია მრავალპროფილიანი ხმის გამაძლიერებლებითა და სხვადასხვანაირი სენსორებით სამხედრო მონაცემების შეგროვებისთვის.

როგორც ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ვინ უილიამსონმა ნოემბრის ბოლოს განაცხადა, HMS Echo შავი ზღვისკენ "რეგიონში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად" მიემართება.

გარდა ამისა, უილიამსონის თქმით, 2019 წლის იანვარსა და თებერვალში, უკრაინისთვის დახმარების პროგრამის ფარგლებში, უკრაინის სამხედრო ძალების გასაძლიერებლად ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფსაც გაგზავნის.