რედაქტორისგან
რუსეთი-საქართველო: „მეგობრობა არ შეიძლება მტრობა“ - ლავროვმა მძიმე „მეგობრობის“ შემდეგ დასვა - არნო ხიდირბეგიშვილი

 საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. საქინფორმის მთავარი რედაქტორი კომენტარს უკეთებს რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პასუხებს შეკითხვებზე საქართველოს შესახებ რადიოსადგურ „კომსომოლსკაია პრავდას“ ონლაინ ეთერში 2018 წლის 17 დეკემბერს.

არნო ხიდირბეგიშვილი: „ეს იყო არა მხოლოდ ბრძნული პასუხები „ცხელ“ ჟურნალისტ დარია ასლამოვასა და მის „შარაგზის“ მრჩევლებს“, რომლებიც ურჩევდნენ „ზეწოლის ეკონომიკური და სამხედრო ბერკეტების შემოღებას საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ხარჯზე (რფ-ის ხარჯზე - რედ.) ცხოვრობს. ის ხომ ყმუილს დაიწყებს, როცა ჩასახეთქი, უბრალოდ, აღარაფერი ექნებათ“. ეს იყო გულახდილობის თვალსაზრისით ბოლო წლებში უპრეცედენტო პოზიცია, რომელმაც საქართველოს მიმართ რუსეთის ახალი საგარეო პოლიტიკის ალგორითმი წარმოაჩინა, რომლის არსი მეგობრულობაში მდგომარეობს.

კავკასიური მამაკაცური კეთილშობილების საუკეთესო ტრადიციებში ლავროვმა „ვერ შეამჩნია“ ანტირუსული რიტორიკის „მორიგე ნაკრები“, რომელიც ერთი დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საინაუგურაციო გამოსვლაში გაისმა, რომელმაც როგორღაც აღიარა, რომ ყველაზე დიდი პროფესიონალი ყველა დიპლომატს შორის, რომლებთანაც საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს შეხვედრა მოუხდა, ლავროვი იყო.

დიდსულოვნად, როგორც ეს დიადი „დერჟავის“ პირველ დიპლომატს შეეფერება, ლავროვმა ახსნა - რატომ არ აპირებს რუსეთი „საქართველოს დახრჩობას“ ეკონომიკური სანქციებით მხოლოდ იმისთვის, „რომ საკუთარი „მე“ აჩვენოს“ - თუნდაც ლუგარის ლაბორატორიის, ნატოს ბაზების და აშშ-ის მიერ მომზადებული ცხრა ბატალიონის გამო. პირიქით - კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოსთან ვაჭრობის ბობოქარი განვითარება და რუსი ტურისტებით სავსე თვითმფრინავები, რაც ქართულ ეკონომიკას ამყარებს, რითაც რუსეთი კარგი მხრიდან წარმოადგინა აშშ-სთან შედარებით, რომელიც დაუთანხმებლობის ნიშნად ნებისმიერ ქვეყანას ეკონომიკურ სანქციებს უცხადებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის შედარებით სტაბილური პერიოდი დადგება მკვეთრი გაუარესებებისა და გაუმჯობესებების გარეშე“.