აქტუალური
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა კვირის ბოლოს ან, ყველაზე გვიან, ორშაბათს გახდება ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

როგორც ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, პრეზიდენტი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას.

ადმინისტრაციის შემადგენლობა კვირის ბოლოს ან, ყველაზე გვიან, ორშაბათს გახდება ცნობილი. პრეზიდენტი თავად გამოაცხადებს გუნდის შესახებ. რამდენიმე თანამდებობაზე მოიაზრება რამდენიმე ადამიანი, აქ საუბარია მრჩეველთა ჯგუფის შერჩევაზე. პრეზიდენტი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა აქვე ყველას, ჩემი ჩათვლით, შეთავაზება ექნება, იმუშაონ ექვსი თვე, თუ გაამართლებენ, გააგრძელებენ მუშაობას”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.