უცხოეთი
ბრიუსელის ქუჩები საპროტესტო აქციებმა მოიცვა

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. ევროპის ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. რამდენიმე ათასი ადამიანი ბრიუსელის ქუჩებში გაერო-ს მიგრაციის შესახებ შეთანხმების გასაპროტესტებლად გამოვიდა, რომელიც ამ პრობლემის რეგულირების გაუმჯობესებასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს.

მსვლელობა სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პოლიციას ქვები და ბოთლები ესროლეს. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია 70-მდე ადამიანი.

rustavi2.ge