აქტუალური
საქართველოს ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნები შეაჯამა

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

მმართველი პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართა, ხმების 59,52% (1 147 701 ხმა) მოიპოვა.

მისმა კონკურენტმა, ყოფილი მმართველი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გრიგოლ ვაშაძემ კი, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ ძალა ერთობაშია" დაასახელა, ხმების 40,48% (780 680 ხმა) მიიღო.

არჩევნების მეორე ტურის გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 25 კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელი 50%-ზე მეტი ხმის მიღება.