პოლიტიკა
ამ აზრისაა ამერიკის პროფკავშირების კონფედერაციის იურისტი ჯეფ ვოთი, რომელიც თბილისში პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა.
საუბარი იმ სარჩელს შეეხო, რომლითაც ამერიკის პროფკავშირების კონფედერაციამ აშშ-ის ხელისუფლებას მიმართა და საქართველოსთვის "GSP"-ს - ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის შეჩერება ითხოვა.
საქართველოსთვის პრეფერენციების გაუქმების მოთხოვნას ამერიკის პროფკავშირები იმით ხსნის, რომ ქვეყანას შეუსაბამო და დისკრიმინაციული შრომის კოდექსი აქვს.
აშშ-ის პროფკავშირების კონფედერაციის იურისტმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ელჩთან და ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე გამართა.
იგი ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსა და პარლამენტში კანონმდებლებს შეხვდება.