უცხოეთი
მელანია ტრამპი - დონალდ ტრამპი ზოგჯერ ითვალისწინებს ჩემს რჩევას, ზოგჯერ - არა

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკის პირველი ლედი მელანია ტრამპი ამბობს, რომ მეუღლეს რჩევას ხშირად აძლევს, დონალდ ტრამპი კი, ხან ითვალისწინებს მის აზრს ხან – არა. პირველმა ლედიმ ინტერვიუ ტელეკომპანია Fox News -სს მისცა.

„მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის ვადევნებ თვალს და ვაძლევ გულწრფელ რჩევას. ზოგჯერ ის ამას ითვალისწინებს, ზოგჯერ – არა“,- განაცხადა მელანია ტრამპმა.

მელანია ტრამპმა პირველი ლედის ამპლუაში მისთვის ყველაზე მძიმე მხარეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მწერლები, კომიკოსები და ჟურნალისტები ხშირად იყენებენ მისი და მისი ოჯახის სახელს საკუთარი ინტერესებისთვის და ისეთ ისტორიებს ყვებიან, რომელიც სინამდვილეში არ მომხდარა.

მელანია ტრამპი აცხადებს, რომ მიუხედავად პრესის კრიტიკისა, ისე იქცევა, როგორც თავად თვლის საჭიროდ.

1tv.ge