სამართალი
პარლამენტში დღეს მესამე მოსმენით გრძელვადიანი პაემნების შემოღების საკითხი განიხილება. პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე სესიაზე იმსჯელებენ.
მთავრობა კიდევ ერთ საკანონმდებლო ცვლილებას ახორციელებს, რომელიც არასაპატიმრო სასჯელის უფრო აქტიურად გამოყენებას გულისხმობს.
პროექტის მიხედვით, ძალაში შევა ეგრეთ წოდებული შრომითი სასჯელის შემოღება, რომელიც საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი იქნება. ცვლილება იმ პატიმრებს შეეხებათ, რომლებმაც ნაკლებად მძიმე დანაშაული ჩაიდინეს.