უცხოეთი
პეტრო პოროშენკო ქერჩის სრუტეში მომხდარ მოვლენებს ომს უწოდებს

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ქერჩის სრუტეში მომხდარ მოვლენებს ომს უწოდებს. ეს განცხადება პოროშენკომ ამერიკულ ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ბატონო პუტინ, ეს აგრესიის აქტია, ეს ომია. ეს ხუმრობა არ არის, არც ინციდენტი და კრიზისი, რადგან თქვენი რეგულარული ჯარი რუსეთის დროშ ქვეშ თავს დაესხა უკრაინულ სამხედრო ხომალდს საერთაშორისო წყლებში. სხვა განმარტებები არ არსებობს“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო საზოგადოებას მომხდართან დაკავშირებით მტკიცე რეაქციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მხოლოდ რუსეთის პასუხად სიტყვები საკმარისი არ არის, საჭიროა მოქმედება.

„პუტინის ქმედებებზე პასუხად ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა პოროშენკომ.

მან ნატო-ს შავ ზღვაში ხომალდების გაგზავნისკენ მოუწოდა, რათა თავიდან აიცილონ შავი ზღვის ოკუპაცია და აზოვის ზღვის დაკავება.

პეტრო პოროშენკომ დასავლეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ, ასევე რუსული ხომალდებისთვის ევროპული და ამერიკული პორტების დაკეტვისკენ მოუწოდა.

1tv.ge