სამართალი
შსს: საზღვარზე ვაჩერებთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა მიმართაც მესაზღვრეებს დამატებითი შეკითხვები უჩნდებათ

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიევიდან ჩამოსული რეისის მამაკაც მგზავრებს გაძლიერებული შემოწმება ჩაუტარეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია არასამთავრობო ორგანიზაცია ინტერნიუს-უკრაინის წარმომადგენელზე ანდრეი კულაკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. კულაკოვის ცნობით, საპასპორტო კონტროლის გავლამდე მამაკაცები ქალებისგან გააცალკევეს და მათ პასპორტები განმარტების გარეშე ჩამოართვეს. მისი თქმით, კიევიდან თბილისში ჩასული თვითმფრინავის მგზავრთა უმრავლესობა თბილისში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მონაწილეები არიან. კულაკოვის ინფორმაციით, მგზავრებს შორის იყვნენ ბელარუსის მოქალაქეებიც. როგორც მან აღნიშნა, საბუთები არა მხოლოდ ფორუმის მონაწილეებს, არამედ ტურისტებსაც ჩამოართვეს. ფორუმის დელეგატებმა მომხდარის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფორუმის ორგანიზატორებს აცნობეს.

აღნიშნულ საკითხზე პირველმა არხმა კომენტარი სთხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ აჩერებენ მხოლოდ იმ პირებს, ვის მიმართაც დამატებითი შეკითხვები ჩნდება.

საზღვარზე ვაჩერებთ მხოლოდ იმ პირებს, რომლების მიმართაც მესაზღვრეებს დამატებითი კითხვები უჩნდებათ და ასეთ დროს ხდება მეორადი ინსპექტირება, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი“, – აცხადებენ შსს-ში.