აქტუალური
საქართველოს უმსხვილეს ინვესტორთა სია 2018 წლის მესამე კვარტალში

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირველ არხს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი საწარმოების სია მიაწოდა. მათ შორის რამდენიმე ენერგოკომპანია და მსხვილი წარმოებაა. კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

ათეულში ადგილი შეინარჩუნა BP Group-მა, რომელმაც საქართველოში მსხვილი ენერგეტიკული პროექტი უკვე დაასრულა. სწორედ ეს გარემოება დასახელდა მესამე კვარტალში ინვესტიციების კლების ერთ-ერთ მიზეზად.

იმის მიუხედავად, რომ ნენსკრაჰესის პროექტი წელს შეფერხებული იყო, უმსხვილეს ინვესტორთა შორისაა კომპანია ნენსკრა ჰიდრო“.

სიაშია თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია თელასი და რეგიონებში მომუშავე კომპანია ენერგო-პრო ჯორჯია“.

მსხვილი ინვესტიციები საქართველოში განხორციელდა კომპანია აიდიეს ბორჯომის“, „მაგთიკომის“, სს „RMG Copper“-ის, შპსჯორჯიან მანგანეზისმიერ.

ათეულშია შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელიც თანაინვესტირების ფონდის მიერ შეიქმნა და თბილისში რამდენიმე პროექტს ახორციელებს.

მსხვილ ინვესტორთა ათეულშია ასევე კომპანია ატლანტიკ საქართველო“, რომელიც სამშენებლო მასალების სფეროში მოღვაწეობს.