აქტუალური
ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ეროვნულმა ბანკმა გუშინდელ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2,6678 შეადგინა.

დეკემბერში ეს უცხოური ვალუტით რეზერვების შევსების მეორე შემთხვევაა.

სავალუტო აუქციონზე 5 მილიონი დოლარი ეროვნულმა ბანკმა 6 დეკემბერს შეისყიდა.