უცხოეთი
დონალდ ტრამპი: ტილერსონი რეგვენი და ზარმაცი იყო

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს რეგვენი უწოდა.

მისი თქმით, მაიკლ პომპეოს მუშაობით კმაყოფილია, ტილერსონს კი შესაბამისი გონებრივი შესაძლებლობები არ გააჩნდა.

„მისი მოშორება სწრაფად ვერ შევძელი. აგრეთვე, ზარმაცი იყო“, - წერს ტრამპი „ტვიტერის“ გვერდზე.

ტრამპის ეს განცხადება ტილერსონის ინტერვიუს უკავშირდება, რა დროსაც მან თქვა, რომ დონალდ ტრამპმა არაერთხელ დაავალა ისეთი რამის გაკეთება, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა კანონთან.

შშ-ს პრეზიდენტმა, დონალდმა ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თამანმდებობიდან მარტში გაათავისუფლა.

დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი მაიკ პომპეო დანიშნა.

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ყოფილ სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდა.

„გათავისუფლებაზე ტილერსონთან მისაუბრია. კარგად ვეწყობოდით, მაგრამ უთანხმოება გვქონდა. განსხვავებულად ვაზროვნებდით“, - აღნიშნა მაშინ პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ამიერიდან რექსი უფრო ბედნიერი იქნება“.

pia.ge