სამართალი
მომავალი წლის დასაწყისი იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ მოხარულია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დაუბრკოლებლად ჩატარდა, თუმცა, შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა.

მოხარული ვართ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დაუბრკოლებლად ჩატარდა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომლებიც ამ არჩევნების დროს ვიხილეთ, თუმცა ახლა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, თუ როგორ აღასრულებენ ქართველები ახალ კონსტიტუციას. ვფიქრობ, რომ მომავალი წლის დასაწყისი იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში.