აქტუალური
აშშ და ნატოს წევრი მოკავშირეები საქართველოსა და უკრაინის ალიანსისკენ მისწრაფებას მყარ მხარდაჭერას უცხადებენ

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს წევრი მოკავშირეები საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მყარ მხარდაჭერას უცხადებენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა.

აშშ და ნატოს წევრი მოკავშირეები მყარ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ნატოსკენ მისწრაფებას. ჩვენ ვაფასებთ მათ კონტრიბუციას და თანამშრომლობას. მოხარული ვართ ნატოს სტანდარტებთან და ფასეულობებთან დაახლოების გზაზე ამ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესით“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სოციალურ ქსელში ასევე წერს, რომ რუსეთის მიერ საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების შეთანხმების დარღვევა არის მსოფლიო სცენაზე რუსეთის უკანონობის მასშტაბური სურათის ნაწილი.

საქართველო, უკრაინა, სირია, არჩევნებში ჩარევა, სკრიპალი და ახლა ქერჩის სრუტე. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია“, – აცხადებს პომპეო.