პოლიტიკა
ბი-ბი-სის დებატები თბილისში. ქართული გზა: რა იქნება შემდეგ?

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. შაბათს, 8 დეკემბერს BBC News რუსული სამსახური თბილისიდან ჩაატარებს ტელედებატების პირდაპირ ეთერს ქართული გზა: რა იქნება შემდეგ?“. საქართველოდან, რუსეთიდან და უკრაინიდან მოწვეული ექსპერტები იმსჯელებენ ცოტა ხნის წინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, რუსეთთან საქართველოს ურთიერთობებზე და რეგიონში არსებულ რთულ გეოპოლიტიკაში დასავლეთისა და საქართველოს როლის შესახებ.

BBC News რუსული სამსახური სხვადასხვა წერტილში იღებს თავის თემატურ პროგრამებს „ბი-ბი-სის დებატები“. საგანგებო გამოშვებაში თბილისიდან წამყვან ოლეგ ანტონენკოსთან ისაუბრებენ:

ოლგა ალენოვა, კავკასიის მკვლევარი, ჟურნალისტი (რუსეთი)

მართა არდაშელია, ჟურნალისტი, ვებგვერდის Sova.news დამფუძნებელი (საქართველო)

ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი, მწერალი (საქართველო)

ალექსეი ბობროვნიკოვი, წიგნისსაქართველოს უკიდურესობანიავტორი, ასევე ცნობილია ჟურნალისტური გამოძიებებით (უკრაინა).

„ბი-ბი-სის დებატების“ ნახვა შეიძლება პირდაპირ ეთერში ვებგვერდზე bbc.com/russian, მოსკოვის ტელეარხზე „Дождь“ და კიევის громадське тв-ზე. ეთერის დრო 19:00 გრინვიჩის მიხედვით, 21:00 კიევის დროით, 22:00 მოსკოვის დროით და 23:00 თბილისის დროით. პროგრამის პირდაპირი ტრანსლაციისას BBC News-ის რუსული სამსახურის გვერდზე Facebook-ზე აუდიტორიას შეუძლია, შეკითხვები დაუსვას დებატების მონაწილეებს და აზრები გაუზიაროს მათ. ბი-ბი-სი აგრეთვე მისაწვდომია რუსულენოვანი აუდიტორიისთვის სოციალურ ქსელებში: VKontakte, Instagram, Twitter, Telegram, YouTube, Google+, LiveJournal და OK.ru.

BBC News რუსული სამსახური ბი-ბი-სის მსოფლიო სამსახურის ნაწილს წარმოადგენს.