სამართალი
სააკაშვილის ერთგული თანამოსაგრე ნიკა რურუა გარდაცვლილი იპოვეს

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. კულტურის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ახლობლები ადასტურებენ.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ნიკოლოზ რურუა 2008 წლის 9 დეკემბერიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამასთან, ისნაციონალური მოძრაობიდანსაქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

ბოლო დროს რურუა სააკაშვილის პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.