სამართალი
თბილისში დაკავებულ ბატალიონ „დონბასის“ მებრძოლებს პატიმრობა შეუფარდეს

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მოსამართლემ პატიმრობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ან ალტერნატივად 5000-ლარიან გირაოს სთავაზობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შსს- ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის პისტოლეტებ, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236- მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.